17:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 13:56:57, 1667 ნახვა

კომენტარი
ნარჩემაშვილი: რომ დაჩქარებულიყო ოპერაციის მსვლელობა, თვით სპეცრაზმელებში გაცილებით მეტი მსხვერპლი იქნებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას წარმატებულად აფასებს.

ნარჩემაშვილის თქმით, ასეთი ოპერაციის შეფასებისას ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. რაც შეეხება ერთი სპეცრაზმელის გარდაცვალებას, ნარჩემაშვილის განცხადებით, სამწუხარო ფაქტია, თუმცა ყოველი სპეცრაზმელისთვის მოვლენების ასეთი განვითარება მათი ყოველდღიურობაა:

„შესაძლებელია ყოფილიყო დიდი მსხვერპლი.ასეთი ოპერაციების შეფასებისას ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ასეთი მსხვერპლი აცილებული იქნა შესაბამისი სამსახურების მოქმედებების შედეგად. რაც შეეხება სპეცრაზმელების მოქმედებას და ერთი სპეცრაზმელის გარდაცვალებას, ყოველი სპეცრაზმელისთვის მოვლენების ასეთი განვითარება არის მათი ყოველდღიურობა და ეს მათ ძალიან კარგად იციან“,-აღნიშნა ნარჩემაშვილმა.

მისივე შეფასებით,  რომ დაჩქარებულოიყო ოპერაციის მსვლელობა,  სპეცდანიშნულების რაზმის შემადგენლობაში გაცილებით მეტი მსხვერპლი იქნებოდა.

„არა ერთი და ორი.ასე რომ, ოპერაციის ეს ნაწილი ჩატარდა წარმატებულად. რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, ლიკვიდირებული ადამიანების   იდენტიფიცირებას, გვმართებს მოთმინება, უნდა ვაცადოთ საგამოძიებო ორგანოებს“,-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics