18:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 12:29:06, 2045 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ხმალაძე: ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთებას, მერიის მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება

აქცია, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეებმა თბილისში მდებარე ძეგლებს პირბადეები გაუკეთეს, თბილისის მერიის მიერ არ არის ნებადართული, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ მოქალაქეებს საკუთარი პროტესტის გამოხატვა უფრო ცივილური გზით შეეძლოთ და არა ძეგლების შეურაცხყოფით.

„ეს აქცია მერიიდან არ არის ნებადართული, ორგანიზებული მითუმეტეს.  ჩვენ ამას რასაკვირველია, არ მივესალმებით. ამ ადამიანებს გარკვეული პროტესტის გამოხატვა სურდათ, რომელიც უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა და არა ძეგლების შეურაცხყოფით. ამდენად, აღნიშნულ ფაქტს ჩვენი მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება, იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის მიუღებელია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

ვიცე-მერის თქმით, აღნიშნული მოქალაქეების მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციები გავრცელდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics