|
2017-11-25 14:04:06, 949 ნახვა
რეგიონი
პატრიარქმა ხანძრის შედეგად დაღუპულებს პარაკლისი აღუვლინა
საქართველოს პატრიარქი საგანგებო ვიზიტით აჭარაში იმყოფება. ილია მეორე ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში" განვითარებული ტრაგედიის ადგილზე მივიდა, სადაც იმყოფებოდნენ სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები. უწმინდესმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხდა. ბათუმში მყოფმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიდი გულისტკივილი და მწუხარება გამოთქვა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ,,მთელმა საქართველომ მიიღო ეს, როგორც უდიდესი ტრაგედია, მთლიანად ეკლესიის და ჩემი სახელით ვუცხადებ ოჯახებს თანაგრძნობას. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო", - განაცხადა პატრიარქმა. ტრაგედია ბათუმში 24 ნოემბერს სასტუმრო "ლეოგრანდში" დატრიალდა. გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)