01:23 - 30 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 18:33:37, 2752 ნახვა

ეკონომიკა
თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა იყიდება

პროექტის  „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტომ, მინიმუმ 80 ნომრიანი სასტუმროს მოწყობის მიზნით ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. 

სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ და ტურისტულად აქტიურ ქუჩაზე - ჭონქაძის 21-ში მდებარეობს. აუქციონის პირობების მიხედვით, ქონების საწყისი ღირებულება 8 200 000 ლარს შეადგენს და მის მომავალ მფლობელს სასტუმროს ასაშენებლად მინიმუმ 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში დღეის მდგომარეობით გაყიდულია 26 895 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 58 200 000 ლარს შეადგენს. 

https://www.eauction.ge/Home/EntityView/482259

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი პუტინის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად 26 მილიარდ დოლარს დახარჯავს
პუტინი: ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ ისინი რუსეთთან ომისთვის ემზადებიან, აბსურდია
ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორთან დაკავშირებული კონფლიქტის შემდეგ, საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა.
კრემლმა მოითხოვა, რომ პაშინიანის ჩამოგდების მიზნით სომხეთის არჩევნებზე 100 000 ამომრჩეველი გაეგზავნათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics