23:27 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 15:30:06, 893 ნახვა

რეგიონი
აჭარა ვარშავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარდგენილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვარშავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „TT WARSAV” მონაწილეობს. საქართველოს, კერძოდ კი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს დეპარტამენტის წარმომადგენლები პოლონეთში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად უწევს პოპულარიზაციას.

ვარშავის ტურისტული გამოფენა ერთი-ერთი მასშტაბური გამოფენაა მსოფლიოში, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 40-მდე ქვეყნის 1200-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ორგანიზაცია მონაწილეობს. წელს, ვარშავის გამოფენა პოზნანისა და კატოვიცეს გამოფენების შემდეგ მესამე ტურისტული გამოფენაა პოლონეთში, სადაც  აჭარის ტურისტული პოტენციალია წარდგენილი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პოლონეთში აჭარის პოპულარიზაციას გამოფენებში მონაწილეობის გარდა  სხვადასხვა ღონისძიებებით გაუწია რეკლამირება, რაც  გარე რეკლამას,  ინფო-პრესტურებსა და აქტიურ ინტერნეტრეკლამას ითვალისწინებდა.

2017 წელს, დეპარტამენტმა რეგიონი ჯამში 24 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. მათ შორის ფრანქფურტის, ლონდონის, ბერლინის, ტოკიოს, ტალინის, თელავივის, ვილნიუსის, მინსკის, ბაქოს, კიევის, სტამბოლის, ალმათისა და რიგის ტურისტული გამოფენები. შემდეგ კვირაში, დეპარტამენტი რეგიონს უკვე ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწევს პოპულარიზაციას, რითიც გამოფენებში მონაწილეობა მიმდინარე წლისთვის დასრულდება.  

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics