01:23 - 30 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 14:14:50, 1606 ნახვა

ეკონომიკა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 3.5%-ით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი ნოემბრისათვის 19.0 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით მეტი) 645.2 მილიონი ლარით, ანუ 3.5 პროცენტით მეტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 357.7 მლნ ლარით ანუ 3.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი გაიზარდა 0.2 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 287.5 მლნ ლარით, ანუ 3.8 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.2 პროცენტით).  

ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 33.61 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.06 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

„ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.1 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.4 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  -  2.9 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.2 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი პუტინის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად 26 მილიარდ დოლარს დახარჯავს
პუტინი: ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ ისინი რუსეთთან ომისთვის ემზადებიან, აბსურდია
ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორთან დაკავშირებული კონფლიქტის შემდეგ, საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა.
კრემლმა მოითხოვა, რომ პაშინიანის ჩამოგდების მიზნით სომხეთის არჩევნებზე 100 000 ამომრჩეველი გაეგზავნათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics