|
2015-05-06 16:22:30, 481 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა დასამტკიცებლად გადაუგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა ნდობის მისაღებად საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტი პარლამენტის კანცელარიას უკვე ჩაბარდა. პრეზიდენტს პარლამენტისთვის მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენის ვადა 8 მაისს ეწურებოდა. მარგველაშვილის გადაწყვეტილების მიღების დაჩქარების თხოვნით მთავრობის ადმინისტრაციამ და პრემიერმა მიმართეს. ახალ შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრია - თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები უცვლელია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს ისევ გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს, ენეგრეტიკის მინისტრის პოსტს კახი კალაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას დავით სერგეენკო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს სოზარ სუბარი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე იქნება, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე იქნება.
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)