|
2015-05-06 14:22:31, 440 ნახვა
საზოგადოება
ათასზე მეტი სოფლის მოსახლეობა სახელმწიფო სერვისებს სოფლიდან გაუსვლელად მიიღებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის, დღეს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო სერვისები ხელმისაწვდომი გახდება ყველა იმ სოფელში, სადაც ლიბერთი ბანკი მომხმარებლებს „ლიბერთი ექსპრესის“ მობილური ფილიალებით ემსახურება. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, შიო ხეცურიანმა და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი არველაძემ. საქართველოს მასშტაბით, ლიბერთი ექსპრესის 70-მდე მობილური ფილიალი ყოველთვიურად 1100-ზე მეტ სოფელში 155,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. უახლოეს მომავალში, მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა ექნება საბანკო მომსახურების გარდა, სოფლიდან გაუსვლელად, ლიბერთი ექსპრესის მობილურ ფილიალებშივე მიიღოს ყველაზე მოთხოვნადი სახელმწიფო სერვისები, რაც მოიცავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების საააგენტოს, ეროვნული არქივისა და შპს მექანიზატორის სერვისებს. „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუდმივად ზრუნავს სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს სახელმწიფო სერვისების გამოყენება, დაბრკოლებების გარეშე. ლიბერთი ბანკთან ერთად განხორციელებული პროექტიც სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია - სოფლის მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს მისთვის საჭირო მომსახურება“, - განაცხადა სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, შიო ხეცურიანმა. "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის, გიორგი არველაძის, განცხადებით, მათი მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან და მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება შესთავაზონ. „ლიბერთი ბანკი საქართველოს მასშტაბით 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს 630-ზე მეტი ფილიალისა და წარმომადგენლობის საშუალებით ემსახურება. მათ შორის, ლიბერთი ექსპრესის 70-მდე მობილური ფილიალი 1100-ზე მეტ სოფელში ყოველთვიურად 155,000 -ზე მეტ მომხმარებელს სთავაზობს საბანკო მომსახურებას. ჩვენი მიზანია მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება შევთავაზოთ. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შედეგადაც მომხმარებელი სახელმწიფო სერვისებს ჩვენი არხების მეშვეობით მიიღებს და შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდასაც ადგილზე შეძლებს“, - აღნიშნა გიორგი არველაძემ. პროექტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის ინიციატივით ხორციელდება.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)