11:19 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 13:15:43, 406 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: იმედი მაქვს, რომ მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში გადაგზავნა დროულად მოხდება

იმედი მაქვს, რომ მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში გადაგზავნა დროულად მოხდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როგორ პარლამენტის, ასევე ოპოზიციის მხრიდან, ამისათვის სრული მზაობაა.

„გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციამ ამის შესახებ კომენტარი გააკეთა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მთავრობის შემადგენლობაში არაფერი შეიცვლება. იმედი მაქვს, რომ პარლამენტში მთავრობის შემადგენლობის გადაგზავნა დროულად მოხდება. პარლამენტის მხრიდან და როგორც შევიტყვე ოპოზიციისგანაც სრული მზაობაა, რომ მოხდეს დრული განხილვა კომიტეტებში და შემდეგ პლენარულ სხდომაზე მთავრობის დამტკიცება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, EBRD-ის ღონისძიების ფარგლებში, ძალიან ბევრ დელეგაციას ელოდებიან და მთავრობას ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდეტნი არსებულ გარემოებებს გაითვალისწინებს.

ამასთან, კითხვაზე - ნაცვლად პრეზიდენტისა, ხომ არ უნდა წარუდგინოს პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა თავად პრემეირმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული და პრემიერის, ან არც ოპოზიციის გადასაწყვეტი არაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics