|
2017-11-15 13:04:41, 1991 ნახვა
კომენტარი
სუბარი: ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე როცა ვლაპარაკობთ, ძალიან დიდ ციფრებზე არ უნდა ვიფიქროთ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებების მთავარი მიზანი, მთავრობის ეფექტურობის გაზრდა და ბიუროკრატიის შემცირებაა. მისივე თქმით, დაზოგილი თანხის რაოდენობა ძალიან მაღალი არ იქნება, ვინაიდან სამინისტროს ბიუჯეტში მთავარი ნაწილი ის პროექტებია, რომლებიც მოქალაქეების საკეთილდღეოდ ხორციელდება. პროექტების თანხა კი, მინისტრის ინფორმაციით, პირიქით გაიზრდება: „დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იყო უზარმაზარი დოკუმენტი, თითქმის 1000 გვერდამდეა. ცვლილებების მთავარი მიზანია, მთავრობის ეფექტურობის გაზრდა და ბიუროკრატიის შემცირება. ხშირად არის საუბარი სამინისტროების გაერთიანებულ ბიუჯეტებზე, უნდა ვიცოდეთ, რომ, ამ ბიუჯეტების 90% და გაცილებით მეტი, ეს არის კონკრეტული განსახორციელებელი პროექტები და ეს პროექტების თანხა არათუ უცვლელი რჩება, პირიქით, გაიზრდება კიდეც ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე. ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე როცა ვლაპარაკობთ, ძალიან დიდ ციფრებზე არ უნდა ვიფიქროთ, რადგან მართლა ძალიან მცირე ნაწილია ის, რაც იხარჯება ხელფასებზე. ძირითადად ყველა სამინისტროს ბიუჯეტში მთავარი ნაწილი არის სწორედ ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენც, თქვენც ვიქნებით ბედნიერები, როდესაც აღარ იქნება საჭირო, არსებობდეს ისეთი სამინისტრო, როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო. მთავარი ჩვენი ამოცანაა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თუმცა მანამდეც ცხადია, ჩვენი ყველას ამოცანაა, თითოეულ დევნილს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების საშუალება და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტში იზრდება თანხა ამ მიმართულებით 10 მილიონით და წლევანდელ ბიუჯეტშიც შედის გარკვეული ცვლილებები, რომელიც ისევ დევნილების მიმართულებით წლევანდელ ბიუჯეტსაც მნიშვნელოვნად გაზრდის“,-განცხადა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ აქცენტი გაკეთებულია არ თანხის დაზოგვაზე, არამედ ეფექტურობის გაზრდაზე. „თანხის დაზოგვაზე არ არის აქცენტი გაკეთებული, აქცენტი გაკეთებულია ეფექტურობაზე. თანხა, ცხადია, დაიზოგება, თუნდაც შენობებიდან, მაგრამ ეფექტურობის გაზრდა არის ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ადამიანებს, ყველა ის ადამიანი, რომელიც არის ეფექტური, ცხადია, დარჩება, ამ სამინისტროების შერწყმის შედეგად არჩევანი გაკეთდება სწორედ პროფესიონალებზე“,-აღნიშნა სოზარ სუბარმა. ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს, სავარაუდოდ, მომდევნო ხუთშაბათამდე გადაეგზავნება. „დარწმუნებული ვარ, პარლამენტი განხილვას არ დააყოვნებს“,-აღნიშნა სუბარმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)