17:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 13:50:03, 2473 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი: ვლადიმერ პუტინი მზად არის, დონალდ ტრამპს შეხვდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის თეთრი სახლის ლიდერს დონალდ ტრამპს შეხვდეს, - ამის შესახებ Tass იუწყება.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, როდესაც პრეზიდენტების გრაფიკი დადგინდება, შეხვედრის თარიღიც ცნობილი გახდება.

"ჩვენ გვესმის დონალდ ტრამპის განცხადებები, იმის შესახებ, რომ ის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამართვას აპირებს. პრეზიდენტი ამისთვის მზად არის. ამერიკელებმა ამის შესახებ იციან. პროტოკოლი მუდმივ კონტაქტზეა და როგორც კი საბოლოოდ დადგინდება, ამის შესახებ ყველაფერს მოგახსენებთ", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, ის სავარაუდოდ ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურ მდივანს რექს ტილერსონს შეხვდება, თუმცა დასძინა, რომ შეხვედრის გამართვა აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში გაიმართება, რომელიც 10-11 ნოემბერს ჩატარდება.

რაც შეეხება შეხვედრის დროს განსახილველ საკითხებს, ლავროვის თქმით, მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics