20:06 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-04 11:39:02, 2407 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში ბიზნესის კეთება გაცილებით უფრო მარტივია

„იმ მე-8 პოზიციას, რომელზეც თქვენს დროს იყო საქართველო „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში", ჩვენი დღევანდელი მე-9 პოზიცია 14 საფეხურით უსწრებს წინ და რეალურად ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთება გაცილებით უფრო მარტივია. ბიზნესს ნამდვილად აღარ ეშინია დღეს ბიზნესის კეთება, საკუთრების უფლების ნაწილში კი, მთელი 72 პოზიციით გვაქვს გაუმჯობესება", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შემაჯამებელ სიტყვაში განაცხადა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ახალ რეიტინგზე, რომლის მიხედვითაც საქართველო რეიტინგის ლიდერი ქვეყნების ათეულში შორის მოხვდა. დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის რეპლიკაზე, რომ 2012 წელს საქართველო აღნიშნულ რეიტინგში მე-8 ადგილზე იყო.

„ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლიდან ძალიან მალე რეიტინგის ავტორმა, მსოფლიო ბანკმა შეფასების კრიტერიუმები შეცვალა. არსებობს  ოფიციალური ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ბანკმა დაადასტურა, რომ ჩვენი რეიტინგი მე-8-დან 23-ე ადგილზე გახდა არა იმიტომ, რომ საქართველოში რაღაც გაფუჭდა, არამედ იმიტომ, რომ მსოფლიო ბანკმა უფრო ხარისხიანი კვლევა ჩაატარა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუმინეთმა რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
რუსეთის საგარეო - სოხუმი და ცხინვალი კვლავ რუსეთის უახლოეს მოკავშირეებად რჩებიან სამხრეთ კავკასიაში
მარია ზახაროვა: საქართველომ მრავალვექტორიანი პოლიტიკა აირჩია
მოქალაქეზე ძალადობისთვის დაკავებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics