20:06 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 14:39:16, 1709 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო-რუმინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომა გაიმართება

3 ნოემბერს, 16.30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში"  საქართველო-რუმინეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომა გაიმართება.

სხდომის ბოლოს ხელი მოეწერება საქართველო-რუმინეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომის ოქმს.

კომისიის ფარგლებში ორი ქვეყნის ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს განიხილავენ. სხდომაზე ასევე ისაუბრებენ  ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა.

სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და და რუმინეთის ბიზნეს გარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრი ბატონი ჰარი ილან ლაუფერი დაესწრებიან.  

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუმინეთმა რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
რუსეთის საგარეო - სოხუმი და ცხინვალი კვლავ რუსეთის უახლოეს მოკავშირეებად რჩებიან სამხრეთ კავკასიაში
მარია ზახაროვა: საქართველომ მრავალვექტორიანი პოლიტიკა აირჩია
მოქალაქეზე ძალადობისთვის დაკავებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics