16:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 10:45:23, 1761 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლას რევოლუციის გზით არ აპირებს

უკრაინის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მშვიდობიანი რევოლუციით მოვიდა, უკრაინაში ხელისუფლების ამ გზით ჩამოგდებას არ აპირებს.

თუმცა, როგორც სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნა, ხალხმა უნდა აჩვენოს, რომ ბევრნი არიან და ერთნაირად ფიქრობენ.

„მთავარია, რომ ხალხის განწყობას წინ არაფერი დაუდგეს. ჩემთვის იმ პირობებში, როდესაც ვერ ვნახულობ ჩემს საყვარელ თბილისს იმიტომ, რომ ფაროსანები მოასხდნენ, აქ მაქვს ბევრი საქმე დასამთავრებელი და ამ ხალხს მე ამას აუცილებლად გავუკეთებ იმიტომ, რომ  მე მათი ნაწილიც ვარ. მათი უბედურების ნაწილიც გავხდი, სამწუხაროდ, ამ ბოლო წლებში, მაგრამ მათი გამარჯვების ნაწილიც ვიქნები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics