10:18 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 12:59:21, 369 ნახვა

პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილმა გარემოს დაცვის სამინისტროში პირველი შეხვედრები გამართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, სამინისტროში გაცნობითი ხასიათის პირველი შეხვედრები გამართა. 

მინისტრი დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა და    სამინისტროში განხროციელებული და დაგეგმილი  პროექტების  მიმდინარეობას გაეცნო.  გიგლა აგულაშვილი  უწყებაში ყოფილ მინისტრთან, ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად მოვიდა. 

შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ხოკრიშვილმა მინისტრის პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიგლა აგულაშვილი წარადინა. გიგლა აგულაშვილი ამ პოსტის დაკავებამდე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics