16:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-29 10:31:35, 1917 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: პარლამენტმა უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ოპოზიცია

„ გამარჯვება ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“, უმნიშვნელოვანესი იყო, თუმცა ეს შედეგი აჩვენებს იმ გამოწვევას, რომელიც ქართული დემოკრატიის წინაშე დგას“,-ასე უპასუხა პარალემენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არჩევნებთან დაკავშირებით „იმედთან“ ინტერვიუში დასმულ შეკითხვას,  რომლის თანახმადაც, „ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მთავარი ბერკეტი ერთი პოლიტიკური ძალის ხელშია კონცენტრირებული და  ეს მისალოცია  თუ არა ქართული დემოკრატიისთვის“.

მისივე თქმით, ამ პირობებში პარლამენტმა უნდა იფიქიროს იმაზე, თუ როგორ გააძლიეროს ოპოზიცია:

„ ეს გამარჯვება ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“, უმნიშვნელოვანესი იყო, თუმცა ის შედეგი, რომელიც ყველამ ვიხილეთ, ბუნებრივია, გამოწვევაა ქართული დემოკრატიისთვის. უფრო სწორად, ეს შედეგი აჩვენებს იმ გამოწვევას, რომელიც ქართული დემოკრატიის წინაშე დგას. ნამდვილად ძალიან სუსტია ოპოზიცია. ეს არის ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი შედეგი და საჭიროა მუშაობა, რომ ოპოზიცია გაძლიერდეს. ჩვენ, პარლამენტმა სათანადო პირობები უნდა შევქმნათ ამისათვის, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებზე ფიქრიცაა საჭირო. უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაძლიეროთ ოპოზიცია. ზოგადად, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შედეგების მიხედვით ოპოზიცია სუსტია, ამას თბილისის შედეგებიც აჩვენებს. ის, რომ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი 17%-ს იღებს, ზუსტად იმაზე მიანიშნებს, რომ ოპოზიციური პარტიები ვერ სთავაზობენ საზოგადოებას იმ ალტერნატივას, რაც საზოგადოებას სჭირდებ”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics