|
2015-05-04 11:01:12, 383 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: მედიასთან უფრო ხშირად გამოვჩნდები, ვიდრე ჯანელიძე ჩანდა
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის „მოამბის“ ეთერში გუშინ გაკეთებულ განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს, რომლის თანახმადაც მინდია ჯანელიძეს არ ჰქონდა მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტირები ან ეს არ ჩანდა. ხიდაშელის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი მედიასთან უფრო ხშირად ჩნდება, ზოგი ნაკლებად, თუმცა, ქვეყნის ორიენტაციასთან და კურსთან დაკავშირებით ეს არაფერზე მეტყველებს. „მინდია ჯანელიძე არსად წასულა, რაც ადასტურებს იმას, რომ არავითარი მსგავსი კითხვები არ არსებობს, ის დაბრუნდა ძალიან მნიშვნელოვან სამსახურში, „უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში“ ხელძღვანელად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ. როგორ წარმოგიდგენიათ, რაიმე ეჭვები რომ არსებობდეს ამ თვალსაზრისით, ეს ურთიერთობა როგორ უნდა განვითარდეს? ერთ–ერთი პირველი შეხვედრა სწორედ მინდია ჯანელიძესთან მქონდა, სწორედ იმიტომ, რომ პირველი არანაირი მსგავსი ასეთი ეჭვებისთვის საფუძველიც კი არ არსებობს. შესაძლოა ვიღაც მედიასთან უფრო ხშირად ჩნდება და ვიღაც ნაკლებად, თუ ამაშია პრობლემა, გარწმუნებთ, რომ მე მედიასთან უფრო ხშირად გამოვჩნდები, ვიდრე მინდია ჯანელიძე ჩანდა. მაგრამ ეს არაფერზე მეტყველებს, ორიენტაციასთან, კურსთან, თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკურ სტრატეგიასთან დაკავშირებით. უარს ვაცხადებ ამ ტიპის მსჯელობებზე, ამას შემდეგი თვეების განმავლობაშიც დაგიდასტურებთ, მაშინ, როდესაც თქვენ ნახავთ, თუ რა ინტესივობით გვექნება ჩვენ ურთიერთობა“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)