18:28 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 10:46:34, 750 ნახვა

სამართალი
შსს–მ შუახევში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს–ს აჭარის მთავარი სამმართველოს შუახევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ზურაბ ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 3 მაისს, დაბა შუახევში, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს საათებში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 1990 წელს დაბადებულ დათო დ.–ს მუცლის არეში ორი ჭრილობა მიაყენა, ასევე ცივი იარაღით დაჭრა 1976 წელს დაბადებული გენადი დ. და 1972 წელს დაბადებული ვაჟა დ. და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. დათო დ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გენადი დ–ს და ვაჟა დ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მომხდარიდან დაახლოებით ერთ საათში ქედის მუნიციპალიტეტში დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით მიმდინარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics