16:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 16:03:17, 2511 ნახვა

კომენტარი
კალაძე: გამოგონილ ჭორებზე განცხადების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან, მგონი არასწორია

„გამოგონილ ჭორებზე განცხადების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან, მგონია, რომ არასწორია“, - ასე უპასუხა თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

„გამოგონილ ჭორებზე განცხადების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან, მგონია, რომ არასწორია. პრეზიდენტი უფრო მაღლა უნდა დადგეს ამ ყველაფერზე. თუ არსებობს ამის რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, ერთად მივმართოთ შესაბამის სამსახურებს, მოხდეს გამოძიება. თუ ვინმე ავალდებულებდა ამ ადამიანებს, იყო ზეწოლა, ესეც გამოიძიონ. ის, რომ მასწავლებელი, ბაღის თანამშრომელი, ექიმი ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში და მხარს მიჭერდა, მე პირადად და „ქართულ ოცნებას“, აქ დასაძრახი და სიახლე არაფერი არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics