17:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 13:00:54, 2203 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის შსს გუშინ მომხდარ ტერაქტში, რამზან კადიროვის და რუსეთის კვალს ხედავს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო აცხადებს, რომ გუშინ კიევში მომხდარ აფეთქებაში, "რუსეთის სპეცსამსახურების ხელი ურევია", - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გამოძიება ტერაქტის მუხლით მიმდინარეობს.

"ერთ-ერთი ვერსიით, რუსი სპეცსამსახურების კვალი იკვეთება აღნიშნულ საქმეებში, რადგან მიგვაჩნია, რომ მათ დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ" , - განაცხადა გერაშენკომ.

კიდევ ერთი მრჩევლის ივან ვარჩენკოს თქმით, ტერაქტში შესაძლოა ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზად კადიროვიც იყოს გარეული.

"ამის ეჭვს ბადებს მისი 2014 წელს გაკეთებული განცხადება", - განაცხადა ვარჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, კიევში ერთ-ერთი ტელეკომპანიის შენობასთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან რადას დეპუტატი და პოლიტოლოგი. თავდასხმის მიზანი, როგორც ირკვევა, სწორედ დეპუტატი იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics