16:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 14:01:27, 2473 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი: სააკაშვილის თანამოაზრეები ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას გეგმავენ

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები ქვეყანაში გადატრიალებას გეგმავენ, - ამის შესახებ Ria იუწყება.

ლუცენკოს თქმით, ხელისუფლება მათ დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას არ მისცემს.

გარდა ამისა, ლუცენკომ აღნიშნა, რომ უმაღლეს რადასთან უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორი მიხეილ სააკაშვილია, საზღვარგარეთიდან ფინანსდება.

"უფლება, რომ მშვიდობიანი პროტესტო ჩაატარო, არ ნიშნავს იმას, რომ გაქვს უფლება ქვეყანაში გადატრიალება მოაწყო. რამდენადაც ვიცი, გადატრიალების მოწყობა 150-200 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს სურს. მათ აქვთ შეძენილი იარაღი და ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, მოვა დრო და ამას დავამტკიცებ", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

მისივე ინფორმაციით, როდესაც სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი პოსტს იკავებდა, მან 20-მდე ადამიანის ბინადრობის საბუთი მისცა, იმისათვის, რომ როგორც ლუცენკო განმარტავს, დამატებითი მხარდაჭერა ჰქონოდა.

"სწორედ ახლა, ეს ადამიანები იარაღით, იცავენ სააკაშვილს და გადატრიალებას გეგმავენ", - აღნიშნა პროკურორმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics