08:38 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-02 09:34:55, 417 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: თუ დაუმტკიცებელი მინიტრებიც მინისტრები ყოფილან, რა სირთულეა პროცესის ერთი კვირით გადადება

„თუ  დაუმტკიცებელი მინისტრებიც მინისტრები ყოფილან, რა სირთულეა პროცესის ერთი კვირით გადადება“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მისივე თქმით,  მისთვის გაუგებარია მთავრობას რა სირთულე შეიძლება შეუქმნას მისმა გადაყვეტილებამ. 

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააკეთეს განცხადება და ჩვენც მიგვაჩნია, რომ ისინი არიან მინისტრები და ასრულებენ მინისტრების ფუნქციას. მეტიც, თუ დაუმტკიცებელი მინისტრებიც თურმე მინისტრები ყოფილან, რა სირთულეს წარმოადგენს პროცესის ერთი კვირით გადადება? – მესმის, რომ ხანდახან ადამიანს გინდა დააბრალო ის, რაც თვითონაც იცი, რომ სიმართლე არ არის, მაგრამ რა საჭიროა იმის მოგონება, რომ თურმე რიგის სამიტის წინ რაღაც პრობლემა მოხდა?! - ვხედავთ, რომ ჩვენი მთავრობის პატივცემული მინისტრები არიან მინისტრები, ასრულებენ მოვალეობას და მათ არანაირი ხელის შეშლა არ აქვთ თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში. ყველა მინისტრი არის ლეგიტიმური, ყველა მინისტრი ასრულებს თავის ვალდებულებას“,-აღნიშნა მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics