|
2017-10-18 16:43:09, 1419 ნახვა
რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო მინისტრი იტალიაში „ვიზიტით“ იმყოფება - „იტალია სამხრეთ ოსეთით ინტერესდება“
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი მედოევი "ოფიციალური ვიზიტით" იტალიაში იმყოფება, - ამის შესახებ Ria იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ეს მედოევის მეორე "ოფიციალური ვიზიტია" საზღვარგარეთ, ე.წ. თანამდებობის დაკავების შემდეგ. "ვგეგმავთ ჩვენი კონტაქტბის გეოგრაფიის გაფართოებას. ეს ეხება ევროპულ ქვეყნებს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს, ლათინუ ამერიკას და რა თქმა უნდა დსთ-ს წევრ ქვეყნებს, რომლებთანაც გვაქვს საბჭოთა კავშირისა და რუსეთის იმპერიის პირობებში ურთიერთიერთობების გამოცდილება, სადაც ოსური დიასპორა არსებობს", - განაცხადა დე-ფაქტო მინისტრმა. მედოვემა აღნიშნა, რომ პირველი ვიზიტი მან რუსეთში განახორციელა, რაც მისივე შეფასებით "სავსებით გასაგებია". "რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელტანაც მეგობრული, ძმური ურთიერთობა გვაკავშირებს. ახლა მოვიდა იმის ჯერე, რომ იტალიაში ჩავსულიყავი. იტალია არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ ოსეთის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა", - განმარტა ე.წ. მინისტრმა და დასძინა, რომ მას რამდენიმე იტალიელ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან მეგობრული ურთიერთობები აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)