|
2017-10-17 16:33:29, 706 ნახვა
რეგიონი
აჭარაში საცხოვრებელი ფართი კიდევ 10-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის - „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები კიდევ 10-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა დაირეგისტრირა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირას საცხოვრებელს ჯამში 13 ოჯახი დაიკანონებს. რეგისტრაციის პროცესს, ბათუმის იუსტიციის სახლში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად დაესწრო. მინისტრმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს უსაფრთხო საცხოვრისის შეძენა მიულოცა. „მიმდინარე წლის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში უსაფრთხო საცხოვრისი 81-მა ოჯახმა უკვე მიიღო, პროგრამა წლის ბოლომდე გრძელდება. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება, თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. გასულ წელს პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართი 96-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)