|
2017-10-17 15:15:58, 682 ნახვა
რეგიონი
ხიჭაურში ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მუნიციპალიტეტის გამგებელ ტარიელ ებრალიძესთან ერთად ხიჭაურში თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი გახსნა. საბავშვო ბაღის მშენებლობა ხიჭაურის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს მიმდინარე წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი შენობა. მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ბაგა-ბაღი 50-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი, დასაქმებულია 15-ზე მეტი ადგილობრივი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ლადა“ასრულებდა, რომლის მშენებლობაზეც 220.000 ლარი დაიხარჯა. შენობა სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, საბავშვო ლიტერატურით და ტექნიკით. დღეის მდგომარეობით შუახევში 7 ბაგა-ბაღია მოქმედი. ოქტომბრის ბოლოს მათ რიცხვს ფურტიოს, ჩა ნჩხალოს და ჭალა-წყაროთის ბაგა-ბაღები შეემატება. დასაქმდება 80-ამდე ადგილობრივი. ბაგა-ბაღის გახსნის ღონისძიებას ხიჭაურში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბაღის აღსაზრდელები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)