|
2015-05-01 16:37:07, 417 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: ისე დავგეგმეთ, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ვადის გამოყენება, ხელს არ შეგვიშლის
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დაგეგმილი ვიზიტების შესახებ ისაუბრეს. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერს აინტერესებდა, პრეზიდენტის მიერ ვადის გამოყენება რაიმე დაგეგმილი ვიზიტის გადადებას ხომ არ გამოიწვევდა და უხერხულობას ხომ არ შექმნიდა. თეა წულუკიანის მტკიცებით, ვიზიტები ისე დაგეგმეს. რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ვადის გამოყენებით, მთავრობის მუშაობაში ხელი არ შეეშლება. „ჩვენ შევიკრიბეთ მთელი მთავრობა პრემიერის მეთაურობით, რომ მომავალი კვირის სამუშაო გრაფიკი განგვეხილა, რომელიც ძალიან დატვირთულია. იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას გამოიყენებს, სანამ პრემიერის მიერ წარდგენილ სიას პარლამენტში გადააგზავნის, თითოეულ მინისტრთან გავიარეთ, პრეზიდენტის მიერ ვადის გამოყენება, რაიმე გრაფიკში ხელს ხომ არ შეგვიშლიდა და უხერხულობას ხომ არ შექმნიდა. ისე დავგეგმეთ, რომ ჩვენ ხელი არ შეგვეშლება იმით, რომ პრეზიდენტი თავის ვადას იყენებს. ჩვენ ვართ უფლებამოსილი მინისტრები, პარლამენტმა ნდობა ბევრი თვის წინ გამოგვიცხადა. უბრალოდ გავაგრძელებთ მუშაობას. იმ კვირაში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საზღვარგარეთ ბევრი მინისტრი მივდივართ და ეს ვიზიტი ვერ და არ გაუქმდება. რიგის სამიტია 20-ში, EBRD-ის ღონისძიებებია პარასკევიდან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ პრეზიდენტისთვის წარდგენილი მინისტრების სია არ შეიცვლება.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)