08:38 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 15:39:25, 496 ნახვა

პოლიტიკა
რიჩარ ნორლანდი: მნიშვნელოვანია, სამთავრობო ცვლილებების პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს

მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ცვლილებების პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, განსაკუთრებით, თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აშშ საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესს პატივს სცემს.

„აშშ სრულად სცემს პატივს საქართველოს საკონსტიტუციო პროცესს. შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა იმ სამინისტროებთან და მინისტრებთან, რომლებიც ტოვებენ პოსტებს და ველით, რომ ურთიერთობები მომავალშიც ნაყოფიერი და კონსტრუქციული იქნება. ახლა, როდესაც საქართველო ჩართულია ევროპულ პროცესში, განსაკუთრებით, რიგის სამიტის წინ და აშშ-სთან აქვს სტრატეგიული პარტნიორობა, მნიშვნელოვანია ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, განსაკუთრებით, თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტრატეგიულ პარტნიორობაში", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics