|
2015-05-01 11:16:21, 497 ნახვა
პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი: ჩვენი მიზანი მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვა იქნება
„ჩვენი მიზანი იქნება დავნერგოთ მწვანე ეკონომიკის პრინციპები და ხელი შევუწყოთ მწვანე ბიზნესის განვითარებას“, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრობის კანდიდატმა გიგლა აგულაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. აგულაშვილის თქმით, კონსულტაციების პროცესში ჩართული იყო და პრემიერის მიერ დღეს გახმოვანებული ინფორმაცია მისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა. მისივე განცხადებით, უწყებაში მთავარი გამოწვევა ამ ეტაპზე ევროპული გარემოს დაცვის პრინციპების და სტანდარტების დანერგვაა. „მუშაობას სამინისტროში არსებული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად ვაპირებ და ამ გეგმის განხორცილებას აქტიურად გავაგრძელებ. მინდა მადლობა გადავუხადო ყოფილ მინისტრს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ეს იქნება ევროპული გარემოს დაცვის იმ პრინციპების და სტანდარტების დანერგვა ჩვენს ქვეყნაში, რაც ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში იკითხება. თუ რაიმე მიმართულებით აქტიურად მოგვიწევს მუშაობა, ეს მიმართულება იქნება. მათ შორის, ჩვენი მიზანი იქნება დავნერგოთ მწვანე ეკონომიკის პრინციპები და ხელი შევუწყოთ მწვანე ბიზნესის განვითარებას“, - განაცხადა აგულაშვილმა. რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების საკითხს, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, მას მასშტაბურ ცვლილებები დაგეგმილი არ აქვს. „მინდა შევეხმიანო სამინისტროს კოლექტივს, პროფესიონალებს და დავამშვიდო ისინი, ნუ ღელავენ. ვფიქრობ, პროფესიონალების ადგილი ყოველთვის არის იქ, სადაც ისინი არიან და შესაბამისად, საკადრო გადაწყვეტილებების არანაირი ტალღა არ მაქვს დაგეგმილი. შეიძლება რაიმე გამონაკლისის სახით მოხდეს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უფრო დეტალურად გავერკვევი სამინისტროს სტრუქტურაში, საშტატო ერთეულებში“, - აღნიშნა აგულაშვილმა. მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტს საპარლამენტო კომიტეტებში სავარაუდოდ დღეს მოუსმენენ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)