|
2017-10-11 12:48:07, 1855 ნახვა
კომენტარი
სუბარი: პოლიტიკოსები, რომელთა მიზანია, დებოში მოაწყონ, კანონის შესაბამის ჩარჩოებში უნდა მოექცნენ
„ადმინისტრაციული პროცესის ღიაობა არ ნიშნავს, რომ მთელი ქალაქი შეიძლება მივიდეს ერთგან მითუმეტეს, როცა მათი მიზანია, დებოშის მოწყობა და პროცესის ჩაშლა“,-ასე გამოეხმაურა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გუშინ თბილისის საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებს. მისივე თქმით, საკრებულოს სხდომა დახურული არ ყოფილა. სუბარის შეფასებით, პოლიტიკოსები, თუ მათი მხარდამჭერები, რომელთა მიზანია, პროცესი ჩაშალონ და დებოში მოაწყონ, კანონის შესაბამის ჩარჩოებში უნდა მოექცნენ: „ზოგადად, საკრებულოს სხდომა იყო ღია, ყველას ჰქონდა ნახვის საშუალება იმის, რაც იქ ხდებოდა, იქ ესწრებოდნენ ჟურნალისტები, იქ იყვნენ საზოგადოების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ასე რომ, პროცესის ღიაობაზე ეჭვს ვერავინ შეიტანს. პოლიტიკოსები, თუ მათი მხარდამჭერები, რომელთა მიზანია, რომ პროცესი ჩაშალონ და მოაწყონ დებოში, ბუნებრივია, კანონის შესაბამის ჩარჩოებში უნდა მოექცნენ და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პოლიციას, რომელმაც ეს უზრუნველყო, მაგრამ განსაკუთრებით ცინიკურია განცხადებები პოლიტიკოსების, რომლებიც ამბობენ, რომ როდის ყოფილა, როდესმე პოლიტიკოსის პოლიტიკურ პროცესში დაკავება მომხდარიყო, გუშინ დაკავება იყოს კანონის ფარგლებში, თუმცა კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წელს და მანამდეც, როცა ჯარიც კი გამოიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქეების დასაკავებლად. ასეთი იყო მაგალითად, მესტიაში, როდესაც „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის კახა ჟორჟოლიანის დაკავება ვერ მოახერხა პოლიციამ, გამოიყვანეს მის დასაკავებლად საქართველოს შეიარაღებული ჯარები, რომელთა დანიშნულებაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა, სრულიად სხვა სფეროში და ეს არასდროს განმეორდება, ეს კარგად დაინახა საზოგადოებამ. ამას კიდევ ერთხელ დავანახებთ ჩვენს საზოგადოებას და ოპონენტებს არჩევნებში, დავანახებთ კიდევ ერთხელ, ვის აქვს ნდობა“,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)