|
2017-10-10 17:18:37, 2335 ნახვა
მსოფლიო
მადრიდი კატალონიის მეთაურს მოუწოდებს, „დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს“
ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის მეთაურს კარლეს პუჩდემონს მოუწოდებს, "დაუფიქრებელი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავოს", - ამის შესახებ Ria იუწყება. ესპანეთის კულტურის მინისტრი, ოფიციალური მადრიდის წარმომადგენელი ინიიგო მენდეს დე ვიგო აცხადებს, რომ პუჩდემონმა არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც "კატალონიას და მის მოსახლეობას ზარალს მიაყენებს". "ევროპამ განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის ერთმხრივად გამოცხადებას არ აღიარებს. არ უნდა გაკეთდეს ის, რისი გამოსწორებაც შემდგომ შეუძლებელი იქნება. დროა დავფიქრდეთ. ვთხოვ პუჩდემონს, არ იაროს იმ გზით საიდანაც დაბრუნება გაუჭირდება", - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, გენერალიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟორდი ტურულმა აღნიშნა, რომ "დღეს ისტორიული დღეა", თუმცა მან სხვა დეტალებზე არ ისაუბრა. ცნობისთვის, დღეს კატალონიის პარლამენტში რეგიონის მეთაური კარლეს პუჩდემონი სიტყვით გამოვა. ის ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგში არ არის გაწერილი გამოაცხადებს თუ არა ავტონომიური რესპუბლიკის მეტაური დამოუკიდებლობას, არ არის გამორიცხული ეს სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე მოხდეს. აღსანიშნავია, რომ პოლიციას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და პარკი გადაკეტილი აქვს, სადაც შესვლის უფლება მხოლოდ დეპუტატებსა და მედიის წარმომადგენლებს აქვთ. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)