|
2017-10-06 13:49:53, 1945 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია: ქუთაისის აეროპორტში წელს და მომავალ წელსაც ბევრი სიახლე გველოდება
,,ქუთაისის აეროპორტი, როგორც პროექტი და ასევე კომპანია Wizzair- თან გაფორმებული კონტრაქტი არის წარმატებული, რადგან ამას მოყავს კიდევ უფრო მეტი ტურისტი საქართველოში“- ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრისა და დაWizzair - ის კომერციული დირექტორის,ჯორჯ მიხალოპულოსის შეხვედრაზე Wizzair-ის ახალი რეისების, ქუთაისის აეროპორტში კომპანიის მეორე ბაზის დამატებისა და ტერმინალის გაფართოების საკითხები განიხილეს. შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძეც ესწრებოდა. გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში წელს და მომავალ წელსაც ბევრი სიახლე გველოდება. პირველი - ეს არის ახალი ტერმინალი, რომლის მშენებლობა უკვე იწყება. გარდა ამისა, ქუთაისის აეროპორტს დაუკავშირდება რკინიგზა, რაც გიორგი გახარიას შეფასებით, ძალიან კომფორტულს გახდის მგზავრობას აეროპორტიდან. ,,მესამე სიახლე გახლავთ ის, რომ ქუთაისის აეროპორტიდან კომპანიაWizzair გახსნის ახალ მიმართულებებს, როგორიცაა რომი, პრაღა, ბარსელონა, პარიზი, ხოლო იმ მიმართულებების სიხშირე, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი იყო, გაიზრდება - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. გიორგი გახარიას შეფასებით, ქუთაისი აეროპორტში ბაზირებული Wizzair - ის კიდევ ერთი თვითმფრინავი მომავალ ტურისტულ სეზონს შეუწყობს ხელს, ,,ტურისტებისთვის საქართველოში ჩამოსვლა უფრო კომფორტული უნდა იყოს და ჩვენს მოქალაქეებსაც ხელი უნდა შევუწყოთ, რაც შეიძლება ხშირად იმოგზაურონ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ ქუთაისი აეროპორტის გააქტიურებაზე და 82%-იან ზრდაზე გააკეთა აქცენტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმაც. ქეთი ალექსიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განსაკუთრებული ზრდა სხვადასხვა პოზიტიურმა ფაქტორებმა განაპირობა. ,,აღსანიშნავია, რომ ახალი ბაზის დამატება გულისხმობს დაახლოებით 100 მილიონიან ინვესტიციას კომპანიის მხრიდან. უშუალოდ მათ მიერ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაორმაგდება და დაახლოებით 72 კაცი იქნება. ასევე გაიზრდებაჩვენი აეროპორტის შემადგენლობაც“- განაცხადა ქეთი ალექსიძემ. მისივე თქმით, დაახლოებით 3-ჯერ გაიზრდება აეროპორტის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები რომ გაზრდილ მოთხოვნას მოემსახურონ. როგორც დღეს გახდა ცნობილი, Wizzair-ი ქუთაისიდან 16 მიმართულებით, 11 ევროპულ ქვეყანაში იფრენს. რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღის მიმართულებით რეისები 2018 წლის მაისიდან დაიწყება. Wizzair-ი ასევე აორმაგებს რეისების რაოდენობას დღემდე მოქმედ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე, რისთვისაც ქუთაისში ბაზირებული იქნება ავიაკომპანიის A320 ტიპის მეორე საჰაერო ხომალდი.
(NS)
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)