14:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 16:24:12, 2074 ნახვა

კომენტარი
უდუმაშვილი: თუ ნარმანია არ მოდის ხალხთან, მაშინ ხალხი მივა ნარმანიასთან

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თბილისისთვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდება.

როგორც უდუმაშილმა მერიასთან მიმდინარე აქციაზე აღნიშნა, პარტიის წევრებსა და დეპუტატებს მერთან შეხვედრა სურთ.

„თუ დავით ნარმანია არ მოდის ხალხთან, მაშინ ხალხი მივა დავით ნარმანიასთან. ჩვენი საკრებულოს დეპუტატები და პარლამენტის წევრები შეეცდებიან, რომ შევიდნენ, დაელაპარაკონ და პირადად მოისმინონ ხალხის გადაწყვეტილება. არ შეიძლება ხალხის ასე იგნორი. მე დიდ ბოდიშს ვუხდი თბილისელებს იმისთვის, რომ ახლა ქუჩა გადაკეტილია, თუმცა, საცობი თბილისელებს დიდად არ უკვირთ. ახლა მნიშვნელოვანი საკითხი წყდება თბილისისთვის. კერძოდ ის, რომ თბილისი რიგდება ნაწილ-ნაწილ და ნამდვილად არ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს, კახი კალაძეს იმის საშუალებას, რომ თბილისი გადაინაწილონ. ახლა მოვითხოვთ, რომ კეთილი ინებონ და გამობრძანდნენ და გვითხრან რას აპირებენ,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიასთან "ენმ"-ს აქცია მიმდინარეობს. მერიის მიმდებარე ქუჩა ნაწილობრივ გადაკეტილია. ამასთან, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის მიზეზი მერიის შენობაში აქციის მონაწილეების შესვლის სურვილი გახდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics