|
2017-09-30 17:18:38, 1534 ნახვა
რეგიონი
დაპირისპირება სოფელ კუმურდოში - ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული
ახალქალაქის სოფელ კუმურდოში ადგილობრივ მოსახლეობასა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, - ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა JNEWS-ი იუწყება. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას მე-10 საუკუნის ტაძრის ეზოში შესვლა და ქვაჯვრების დადგმა სურდა. აღნიშნული ტაძარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იმყოფება კულტურის სამინისტროს ბალანსზე და მას დაცვის პოლიცია იცავს. დაპირისპირების დროს დაცვის პოლიციამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ამის შემდეგ კი, ადგილზე სპეცრაზმის მისვლაც გახდა საჭირო. მისულ პოლიციელებს მოსახლეობამ ქვები დაუშინა, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. კიდევ რამდენიმე ადამიანი შსს-მ დააკავა. ინციდენტის ადგილას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც ჩავიდა. ის მოსახლეობას დახურულ კარს მიღმა ხვდება. ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ 2 დაკავებულ მოქალაქეს გაათავისუფლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)