|
2017-09-29 17:40:35, 911 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის მთავრობასა და ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდილოგიის ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შპს „აკადემიკოს ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდილოგიის ცენტრს“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შპს „აკადემიკოს ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდილოგიის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ ჯორბენაძემ მოაწერეს ხელი. შეთანხმება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო დახმარების გაწევას ითვალისწინებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის მომზადება/გადამზადებას, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივ გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობას. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდილოგიის ცენტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბონდო მაკარაძე ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)