|
2017-09-28 17:11:36, 1023 ნახვა
რეგიონი
უკრაინული ტურისტული სააგენტოები აჭარას სტუმრობენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს უკრაინული ტურისტული სააგენტოების მენეჯერები სტუმრობენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინფოტურის მონაწილეები რეგიონის ტურისტულ და სასტუმრო იფრასტრუქტურას, ტურისტულ პროდუქტებსა და ღირსშენიშნაობებს ეცნობიან. მათივე ცნობით, ინფოტურის მონაწილეებს რეგიონის გაცნობის მიზნით უკვე ჩაუტარდათ პრეზენტაცია აჭარის საინვესტიციო და ტურისტული გარემოს შესახებ. იქვე ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს. უკრაინელი სტუმრები რეგიონს ოთხი დღით სტუმრობენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უკრაინაში რეგიონს გარე რეკლამებით, რეიტინგულ მედიაში სარეკლამო სტატიებით, რეპორტაჟებითა და გამოფენებში მონაწილეობით უწევს პოპულარიზაციას. წელს, რეგიონის კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. 18-20 ოქტომბერს, კი დეპარტამენტი ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)