|
2017-09-26 17:10:06, 2053 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს საჰაერო კარიბჭეა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს საჰაერო კარიბჭეა. პრემიერმა აღნიშნა, რომ როგორც საერთაშორისო, ისე, ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტებში, მგზავრთა 48%-იანი ზრდა გვაქვს. "ამ პროექტის განხორციელებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამიერიდან წელიწადში 4 მილიონი მგზავრის მოემსახურებას შეძლებს. იცით, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას. მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დაიწყო იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მგზავრთა ნაკადი და, შეიძლება ითქვას, რომ ზრდის სისწრაფემ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. სტატისტიკა მოწმობს მგზავრთა ნაკადის მზარდ ტენდენციას, რომელიც გვაქვს ქვეყნის სამივე აეროპორტში. უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა წინა წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით, - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა 43%-იანი ზრდა გვაქვს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში - 56%-იანი ზრდა გვაქვს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 82%-იანი ზრდა გვაქვს. ჯამურად, საქართველოს ყველა აეროპორტში, როგორც სამივე საერთაშორისო, ისე, ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტებში, მგზავრთა 48%-იანი ზრდა გვაქვს. და რა თქმა უნდა, ამ დროის მონაცემებით, თბილისის აეროპორტში ფრენები უკვე 42 ავიაკომპანიის მიერ 45 მიმართულებით განხორციელდა. სასიხარულოა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ იქცა რეგიონის საავიაციო ბაზარზე. ჩვენ ეს განსაკუთრებით გვახარებს გამომდინარე იქედან, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის საჰაერო კარიბჭე და ყველაზე მნიშვნელოვანი ჭიშკარი ქვეყანაში შემოსვლისთვის. აღსანიშნავია, რომ ,,ტავ ჰოლდინგმა“ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში უკვე 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ტერმინალის გაფართოება-მშენებლობაში 60 მილიონ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა. გაფართოვდა გაფრენის დარბაზი, ტერმინალს დაემატა გასასვლელი ხიდები, მოეწყო ახალი ავტოსადგომი და ავტობუსების გასასვლელები, რაც უზრუნველყოფს უფრო ეფექტიან მომსახურებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)