|
2017-09-26 10:47:37, 686 ნახვა
რეგიონი
25 სექტემბერს ღამით ახმეტაში სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 25 სექტემბერს საგარეჯოს, თელევისა, ყვარლის, სიღნაღისა და გურჯაანის რაიონებში 9187 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიშ ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება. 25 სექტემბერს კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 40 მმ იყო. 17:53 საათიდან 20:58 საათამდე ზემოაღნიშნული რაიონების თავზე წარმოქმნილი სეტყვასაშიში ღრუბლების მასები ეტაპობრივად დამუშავდა, გასროლი იქნა 200-ზე მეტი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა, რის შედეგად ატმოსფერული პროცესების მაქსიმალურად განეიტრალება მოხერხდა. ნალექის დიდი ნაწილი ხუთივე რაიონში უმეტესად ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა. წვრილი სეტყვის მარცვლების მოსვლა აღინიშნა თელავის რაიონში, მეტწილად სროლისთვის აკრძალულ ზონაში მდებარე რამდენიმე სოფელში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)