15:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 10:47:18, 2481 ნახვა

მსოფლიო
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 286-მდე გაიზარდა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 286-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით,  ქალაქის გარკვეულ ნაწილში საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია. ამასთან, 3 ათასამდე შენობა შესაძლოა დაინგრეს. 

ქვეყნის პრეზიდენტის ენრიკო პენია ნიეტოს განცხადებით, დაღუპულთა შორის 20-ზე მეტი ბავშვია. 

მედიის ცნობით, 2 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

პრეზიდენტის განკარგულებით სამაშველო სამუშაოებში სამხედროებიც არიან ჩართული. ენრიკე პენიო ნიეტამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. 

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიწისძვრის შემდეგ დაკარგული ადამიანების შესახებ 200-ზე მეტი განცხადება მიიღეს. 

აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრის 32-ე წლის თავს დაემთხვა, რომლის შედეგადაც მექსიკაში 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.  ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics