19:02 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 15:04:21, 2208 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუას შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის მთელი სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სახელმწიფოებრივი პროცედურების სწრაფად დასრულებაზე, რაც ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საკონსულტაციო საბჭოს მიერ შეთანხმების რატიფიკაციას.

გარდა ამისა, საუბარი წარიმართა თანამშრომლობის გარღმავებაზე ეკონომიკის ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი და ინდუსტრიული მიმართულება. შეხვედრაზე დადებითად აღინიშნა რამდენიმე დღის წინ ჩინეთში ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების შეთანხმების გაფორმება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუმინეთმა რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
რუსეთის საგარეო - სოხუმი და ცხინვალი კვლავ რუსეთის უახლოეს მოკავშირეებად რჩებიან სამხრეთ კავკასიაში
მარია ზახაროვა: საქართველომ მრავალვექტორიანი პოლიტიკა აირჩია
მოქალაქეზე ძალადობისთვის დაკავებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics