|
2015-04-28 17:03:36, 358 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თემაზე შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით დაინტერესებული პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში პრეზიდენტის ეგიდით საარჩევნო თემებზე მოწვეული იქნება კონფერენცია, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები. ამასთან, პრეზიდენტი მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით შეცვლის შესახებ პოზიციას იზიარებს. "ეს შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ჩვენ შეხვედრების რეჟიმში ვსაუბრობთ იმ ამოსავალ პირობებზე, რომელმაც უნდა შექმნას შესაძლებლობა უფრო დემოკრატიული, უფრო პლურალისტური საზოგადოებისა საქართველოში. საქართველოს პოლიტიკური მდგრადობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პლურალისტურ პოლიტიკურ ველს შევქმნით", - განაცხადა პრეზიდენტმა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, წინგადადგმული ნაბიჯია, რომ საზოგადოებას უკვე სჯერა, რომ ხელისუფლება იქმნება, იცვლება და ფორმირდება ამომრჩევლების ნების საფუძველზე. "ახლა კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ და შექმნას ისეთი პოლიტიკური სისტემა, როდესაც უკვე მართლა ევროპულ სათამაშო ველს შევქმნით. როდესაც პარლამენტი იქნება დაკომპლექტებული ძლიერი, სტაბილური და არა ერთი და ორი პოლიტიკური ძალის მიერ. შესაბამისად, ჩვენი შეხვედრების ლაიტმოტივი, ბუნებრივია, არის ის ინტერესი, რაც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ამ მიმართულებით, მაგრამ ჩემთვის ეს არის ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელოვანი რანგის თემა, ჩვენი დემოკრატიულობის სტაბილურობის თემა. ამიტომ, მივესალმები ჩვენს შეხვედრებს და იმედი მაქვს, რომ შეხვედრების შემდეგ ჩვენ ნაბიჯებს გადავდგამთ იქეთკენ, რომ რეალურად უზრუნველვყოთ საკანონმდებლო ცვლილებები, იმ სისტემების შეცვლა, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფს პლურალისტურ პოლიტიკურ გარემოს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)