13:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 09:11:17, 1030 ნახვა

სამხედრო
სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა. 
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მონაწილეებს კურსის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცა, წარმატებები უსურვა და სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
უწყების ინფორმაციით, დღესვე, პოლკოვინკმა მალხაზ მაკარაძემ და საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. 
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და საქართველოში თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის ატაშეები, ვიცე-პოლკოვნიკი მერთ ოზოვერი და მაიორი ფუატ იბრაჰიმოვი დაესწრნენ.
სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი 21 აგვისტოს დაიწყო და მასში მონაწილეობა ქართველმა, თურქმა და აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს.
 სწავლება საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. 
კურსის განმავლობაში მსმენელები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ. 
მათ დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენისა და ევაკუაციის ორგანიზებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განავითარეს. სამთო მომზადება საჩხერე-ჭიათურის სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics