14:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 06:00:57, 2472 ნახვა

მსოფლიო
ნიკი ჰეილი: კიმ ჩენ ინი იმუქრება ბირთვული იარაღით, ის ომს ითხოვს

გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ გაერო-ს მოუწოდა, ჩრდილოეთ კორეის მიმართ ყველაზე მკაცრი ზომები მიიღონ, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც ჰეილიმ აღნიშნა,  აშშ არ ეძებს ომს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეასთან.

„უშიშროების საბჭოში ის დრო დასრულდა, როცა ზომებს ნახევრად იღებდა. ახლა საჭიროა მივიღოთ ყველაზე მკაცრი ზომები. მოლაპარაკების დრო აღარ გვაქვს. ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უკვე მოქმედებს რამდენიმე რეზოლუცია. კიდევ ერთი რეზოლუციის მიღებით ვითარებას ვერ შევცვლით. დროა, კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდეთ. კიმ ჩენ ინს არ ესმის ის პასუხისმგებლობა, თუ როგორ იყენებს ის ბოროტად რაკეტებს, თუ როგორ იმუქრება ბირთვული იარაღით, გვიჩვენებს, რომ ის ომს ითხოვს", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

მედია საშუალების ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ბომბის გამოცდის გამო საგანგებო სხდომა გამართა. დაგეგმილია კიდევ ერთი სპეციალური რეზოლუციის პროექტის მიღებაც.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics