13:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 10:16:16, 2328 ნახვა

კომენტარი
მიხეილ რამიშვილი: გამამტყუნებელი განაჩენით თვითონ ეკლესიაც დიდი საფრთხის წინაშე დადგება

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის შეფასებით, მოსამართლეს გადაწყვეტილების მისაღებად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, მოსამართლე სრულად დამოუკიდებელი იქნება და გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

ადვოკატის თქმით, გამამტყუნებელი განაჩენი კატასტროფა იქნება არა მხოლოდ მამა გიორგი მამალაძისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის.

„რადგან მაშინ, ამ ქვეყანაში სამართალი აღარ იარსებებს“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე განმარტებით, მამა გიორგი მამალაძე საბოლოო სიტყვაში მიუხედავად იმისა რომ ბრალდებულია, საუბრობდა, როგორც ჩამოყალიბებული, დახვეწილი სულიერი მოძღვარი, რომელიც არათუ თავს იცავდა, არამედ ქადაგებდა სიმართლეზე.

„ქადაგებდა თუ რა არის სიმართლე და რატომაა უდანაშაულო და რატომ უნდა მიიღოს მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენის გადაწყვეტილება. ამ უკანონობით არა მარტო მას მიადგება პირადად ზიანი, არამედ თვით ეკლესიაც დიდი საფრთხის წინაშე დადგება“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics