|
2015-04-27 14:51:57, 377 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტი სპორტის სამინისტროს მუშაობით კვლავ უკმაყოფილოა
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტი სპორტის სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილოა. კომიტეტი მიმდინარე წლის 25 მარტს სამინისტროს მიერ 2014 წელს გაწეულ საქმიანობის ანგარიშს ეხმაურება. “კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია სხდომა წარემართა დახურულ ფორმატში, მშვიდ სამუშაო ვითარებაში, რაც ასევე გათვალისწინებულია პარლამენტის რეგლამენტით. მინისტრის ანგარიშის მოსმენის და დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა -11-მა დეპუტატმა ერთხმად უარყოფითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა და ამის შესახებ შეატყობინა საქართველოს მთავრობის მეთაურს. დიახ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს სწორედ უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა, რომლებმაც გამოიჩინეს პრინციპულობა და პარტიულ-კოალიციურ ინტერესებზე მაღლა დააყენეს საქმის ინტერესები. როცა საქმე ჯეროვნად არ კეთდება და ქართული სპორტის განვითარება შეფერხებულია, დარგობრივი საპარლამენტო კომიტეტი მოვალეა აღასრულოს თავისი უმთავრესი მაკონტროლებელი ფუნქცია და პირუთვნელად შეაფასოს შექმნილი ვითარება”, - ნათქვამია განცხადებაში. როგორც კომიტეტში აცხადებენ, აღნიშნული უწყების ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში განხორციელებული პროგრამები და აქტივობები. თუმცა, წარმოდგენილი სამუშაოების უმეტესობა, ცალკეული სპორტული თუ ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერაა შესრულებული და არ უკავშირდება სამინისტროს აპარატის საქმიანობას. „ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ 2014 წლის 64-გვერდიან ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში განხორციელებული პროგრამები და აქტივობები. ერთი შეხედვით, შესრულებულია საკმაოდ შრომატევადი, ქვეყანაში სპორტულ-ახალგაზრდული მოძრაობის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი სამუშაოები, გადადგმულია კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები. მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ ანგარიშში წარმოდგენილი სამუშაოების უმეტესობა ცალკეული სპორტული თუ ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ არის შესრულებული და პირდაპირ და უშუალოდ არ უკავშირდება სამინისტროს აპარატის საქმიანობას. რაკი ეს ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროს მეშვეობით ფინანსდებიან, სამინისტროს ხელმძღვანელობა ყველა გაკეთებულ საქმეს თავის აქტივში იწერს, რაც პრინციპულად არასწორია”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)