|
2015-04-27 11:34:58, 1201 ნახვა
მსოფლიო
ჩილეში ვულკანის კიდევ ერთ ამოფრქვევას ელოდებიან
ჩილეში ვულკან კალბუკოს კიდევ ერთ ამოფრქვევას ელოდებიან. ოფიციალური უწყებების ცნობით, ვულკანის გააქტიურება, სავარაუდოდ ნაკლები სიძლიერის იქნება, ვიდრე გასულ კვირას მომხდარი ორი ამოფრქვევა. ბოლო დღეებში ჩილესა და არგენტინის აეროპორტების ნაწილს ვულკანის ამოფრქვევის გამო მუშაობა შეჩერებული ჰქონდა. სტიქიის ზონიდან 6 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. გასულ კვირას ჰაერში ტონობით ვულკანური ფერფლი გავრცელდა. ვულკანი კალბუკო ჩილეს სამხრეთ რეგიონში არგენტინის საზღვართან ახლოს მდებარეობს, რის გამოც მისი გააქტიურების შედეგად არგენტინის ნაწილიც დაზარალდა. ჩილეს მთავრობის განცხადებით, სტიქიის შედეგად ფერმერებისათვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად რესურსები გამოიყოფა. ჩილეში 90-ზე მეტი აქტიური ვულკანია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)