|
2015-04-27 10:33:22, 1149 ნახვა
მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, ნეპალში დაღუპულთა რიცხვმა 3 ათასს გადააჭარბა
ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 ათას 400-ს აღწევს, მათ შორის სულ მცირე 17 ადამიანი მწვერვალ ევერესტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა. ასევე, ათობით დაღუპულია ჩინეთსა და ინდოეთში. ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისათვის ღია ცის ქვეშ კარვებია გაშლილი, სადაც უკვე მეორე დღეა ათასობით ადამიანს ღამის გათევა უწევს. სამაშვეელო სამსახურები კატმანდუში დანგრეული შენობებიდან გარდაცვლილების გამოყვანას აგრძელებენ. მეზობელმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ნეპალში უკვე გააგზავნეს ჰუმანიტარული დახმარება. გუშინ ნეპალში განმეორებით, 6.7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა განმეორდა ასევე ონდოეთსა და ბანგლადეშში. ცნობისთვის, ნეპალის დედაქალაქის კატმანდუს მახლობლად პირველი ძლიერი 7.9 ბალიანი მიწისძვრა შაბათს მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)