12:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 06:40:33, 2195 ნახვა

კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი: უმძიმეს ვითარებაში ჩვენი სამხედროების ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, შექმნილ უმძიმეს ვითარებაში, სტიქიის ზონაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედროების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

სტიქიის ზონაში სამხედრო შენაერთების გამოყენების თაობაზე პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე ამწუთებში მსჯელობს. პარლამენტმა სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანება უნდა დაამტკიცოს.

„მართლაც ამ უმძიმეს ვითარებაში ჩვენი სამხედროების ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია.იცით, რომ გუშინ ატენის ხეობაში ჩვენი სამხედროების საჯარისო შენაერთების და მეხანძრეების თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. ძალიან რთული ვითარება იყო, გეოგრაფიულად რთულად მისადგომი, გაუვალი ტყე იყო. მიუხედავად ამისა, მათ შეძლეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ გადაწყვეტილების სისწორეს. კომიტეტმა იმსჯელა და მხარი დაუჭირა წარდგინებას“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გუშინ მიმართა. 

პრეზიდენტი საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებას დაეთანხმა. მან შესაბამისი ბრძანება გამოსცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics