|
2015-04-23 13:48:46, 377 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრ ლუკაშენკო: ჩემი პოზიცია არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით არის ურყევი
„ჩემი პოზიცია არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით არის ურყევი“, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ხელშეკრულებები გააფორმა, დარჩება თუ არა ურყევი არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით ბელარუსის პოზიცია. ლუკაშენკოს თქმით, საქართველოსა და რუსეთს უფრო რბილად უნდა აეგოთ ურთიერთობები. "პირველ რიგში ჩემთვის არავის არ დაუსვია ასეთი პრობლემა, მხოლოდ თქვენ, შექმენით ამ კონტექსტით. რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ მთელი ამ გაუგებრობის, ომის შემდეგ, რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის შემდეგ, საჭირო იყო ურთიერთობების უფრო რბილად ჩამოყალიბება, და არა იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც თქვენ წინაზე თქვით.მე და პრეზიდენტი ვართ რეალისტები. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში მოვძებნით ერთ პასუხს მაინც, ერთ შეკითხვაზე - თუ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ რაღაც პოზიციები შეიცვალოს. არის გაუგებრობა პოლიტიკურ დონეზე, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, უახლოეს მომავალში თქვენ შეიტყობთ ამის შესახებ. ჩვენი პოზიცია იქნება ურყევი, სხვა შემთხვევაში აქ არ ჩამოვიდოდი",-განაცხადა ლუკაშენკომ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)