|
2017-07-18 09:42:58, 2805 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პროცესი, ჩვენთვის უმთავრესი გამოწვევაა
„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმდინარე პროცესი საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „ამბასადორიალი 2017“-ის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა უდიდესი გამოწვევაა საქართველოსთვის და ასევე რეგიონალური სტაბილურობისთვის. „რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმდინარე პროცესი საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა უდიდესი გამოწვევაა საქართველოსთვის და ასევე რეგიონალური სტაბილურობისთვის. იმავდროულად სამხრეთ კავკასიის რეგიონი თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე მნიშნელოვან სავაჭრო სატრანზიტო კორიდორს წარმოადგენს, რაც რეგიონის ქვეყნებს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ძალიან კარგ პერსპექტივას უქმნის. საქართველოს სტაბილური და დემოკრატიული განვითარება, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის პროექტები, ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის“,-განაცხადა ჯანელიძემ. ცნობისთვის, „აბასადორიალი 2017“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)