|
2017-07-14 21:43:42, 2867 ნახვა
კომენტარი
სანდრო ბრეგაძე: დაიწყო ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც სოროსის ძალებს სანაგვეში მოისვრის
„ეს არის დასაწყისი, პირველი მარცვალი, რომელიც აუცილებლად გაღვივდება“, - ამის შესახებ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორმა, მოძრაობა „ეროვნულების“ თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ უნდა გაამკაცროს საიმიგრაციო პოლიტიკა, უნდა მოხდეს დეპორტირება უცხოელების, რომლებიც კრიმინალები არიან და უნდა დაიხუროს ყველა საეჭვო ტიპის დაწესებულება, სადაც ტრეფიკინგი მიმდინარეობს. „ეს დღე არის ყველაზე დიდი დღე იმით, რომ დაიწყო ახალი ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც წელში გადატეხავს და სანაგვეში მოისვრის სოროსის დაფინანსებულ ლიბერასტულ ძალებს, რომლებიც მთელი თავისი მოღვაწეობით არიან საქართველოს მტრები“, - განაცხადა ბრეგაძემ. „ექსპრესნიუსის“ კითხვაზე, თუ ხელისუფლება არ შეცვლის საიმიგრაციო პოლიტიკას, რა ზომებს მიმართავენ ისინი, ბრეგაძემ აღნიშნა, რომ მათი მოქმედება ბევრად უფრო რადიკალური იქნება. „გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით, ვიდრე ვიყავით დღეს. ჩვენი მოქმედება იქნება ბევრად უფრო რადიკალური. ეს არის დასაწყისი, პირველი მარცვალი, რომელიც აუცილებლად გაღვივდება. შემდეგ აქციაზე გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით“, - განაცხადა ბრეგაძემ.
"ექსპრესნიუსის" რედაქცია ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს ემიჯნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)